ორგანიზაციის შესახებ


misiis ganacxadi

Cven gvsurs, rom regionSi Camoyalibebuli iyos maRali pasuxismgeblobis mqone, informirebuli da ganaTlebuli samoqalaqo sazogadoeba. mosaxleoba iyos socialurad uzrunvelyofili da dasaqmebuli da  daculi iyos misi uflebebi. 

guriis mediatorTa asociaciis  misiaa, regionis gansakuTrebiTYki, soflad mcxovrebi  mosaxleobis cnobierebis amaRleba, maTi uflebebis dacva, ekonomikuri da socialuri mdgomareobis gaumjobeseba.

amisaTvis, guriis mediatorTa asociacia ganaxorcielebs, saganmanaTleblo da mosaxleobis interesTa dacvaze  mimarTul proeqtebs/RonisZiebebs, SesTavazebs mosaxleobas saWiro servisebs da uzrunvelyofs adgilobrivi interesebis gaTvaliswinebas gadawyvetilebis miRebis procesebSi.

vxelmZRvanelobT ra, urTierTpativiscemis da gundurobis, genderuli Tanasworobis da aseve mosaxleobis azris gaTvalisiwinebis da CarTulobis  principebiT, Cven gjera, rom mxolod ukeT informirebuli da samoqalaqo pasuxismgeblobis mqone sazogadoeba SeiZleba gaxdes qveynis ganviTarebis sawindari. 











“გურიის მედიატორთა ასოციაცია”-ის დამფუძნებლები:
თამარ ხომერიკი.
ზაზა მამეშვილი;
ლევან ჩხაიძე;
ირინე სურგულაძე;
ლევან ხინთიბიძე;
მაკა ჩხარტიშვილი;
ნატო გვილავა
ვერიკო იმნაძე
თამრიკო იმნაძე;
გიორგი ჩხარტიშვილი;
კახა ჩავლეშვილი;
“გურიის მედიატორთა ასოციაცია”-ის გამგეობის წევრები
თამარ ხომერიკი. მის: ოზურგეთი, გამსახურდიას
ზაზა მამეშვილი მის: ოზურგეთი, გამსახურდიას I
მაკა ჩხარტიშვილი; მის: ოზურგეთის რაიონი, სოფ. ჯუმათი;
ირინე სურგულაძე მის: ოზურგეთი, სოფ. ბოხვაური;
ლევან ხინთიბიძე; მის: ოზურგეთი, ლომთათიძის #26;

ორგანიზაციის ძირითადი მიზნები
________________________________________
‘გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ჩამოყალიბებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „დემოკრატიის სწავლების მოდელი“ ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი დიალოგის ჩამოყალიბება სამოქალაქო მონაწილეობის გზით. „გურიის მედიატორთა ასოციაციის“ წევრები წარმართავენ მედიაციის პროცესებს და ასრულებენ მედიატორის როლს საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რათა მიღწეულ იქნას ხელისუფლების მხრიდან გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და მათი ეფექტურობა. ასევე წარმართავენ მედიაციის პროცესებს მოქალაქეებს შორის სადაო საკითხებზე. დღეს ასოციაცია წარმოადგენს სათემო ახალგაზრდული ცენტრების, საინიციატივო ჯგუფებისა და სათემო ორგანიზაციების კავშირს, რომელთა ძირითადი საქმიანობა თემში მუშაობაა.
ასოციაციის ძირითადი მიზნებია:
ა)სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ბ)საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ზრდა.
გ)ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
დ)საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდა, დაემორჩილონ კანონს.
ე) არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.
ზ)თემის მობილიზება და სათემო მოძრაობის განვითარება.
თ)მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.
ი)გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კ)სოციალური პრობლემების შესწავლა.
ორგანიზაციაში გაერთიანებული ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობები, ძირითადად თემებში ახალგაზრდობის ინფორმირებას, გააქტიურებასა და არაფორმალური განათლების მიწოდებაზეა ორიენტირებული და უკვე მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებენ სოფლის განვითარების. პროგრამებს საერთაშორისო ფონდების ფინანსური მხარდაჭერით. (იხილეთ დანართი #1)
ახალგაზრდული ცენტრების მისიისა და ხედვის განაცხადი.
ჩვენ გვსურს, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და განათლებული, დაცული იყოს მათი უფლებები. იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და დასაქმებული.
ახალგაზრდული ცენტრების მისიაა თემის მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ამისათვის ცენტრი განახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკული ხასიათის პროექტ/ღონისძიებებს. აქტიურად ითანამშრომლებენ სამთავრობო სტრუქტურებთან.
ჩვენ გვჯერა ურთიერთპატივისცემითა და გუნდურობით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით შევძლებთ თემის მოსახლეობის უკეთესი მომავლის შექმნას.
„გურიის მედიატორთა ასოციაცია“ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული სათათბირო ორგანოს, „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრი. ესწრება საკრებულოს სხდომებს და აქტირადაა ჩართული მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესებსა თუ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გახარჯვისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობების მონიტორინგში.

 ორგანიზაციის დასახელება: „გურიის მედიატორთა ასოციაცია“
ასოციაციის თავმჯდომარე მაკა ჩხარტიშვილი
ორგანიზაციის იურიდიული მისამართი: 3500, ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის #25

ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. 514 000 834 (მობ.)
ელ.ფოსტა makachxartishvili@mail.ru

No comments:

Post a Comment