Saturday, May 12, 2012

     ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია

                         
                                
 ასოციაციის ოფისში მოხდა სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია.

მისიის განაცხადი
Cven gvsurs, rom regionSi Camoyalibebuli iyos maRali pasuxismgeblobis mqone, informirebuli da ganaTlebuli samoqalaqo sazogadoeba. mosaxleoba iyos socialurad uzrunvelyofili da dasaqmebuli da  daculi iyos misi uflebebi. 

guriis mediatorTa asociaciis  misiaa, regionis gansakuTrebiTYki, soflad mcxovrebi  mosaxleobis cnobierebis amaRleba, maTi uflebebis dacva, ekonomikuri da socialuri mdgomareobis gaumjobeseba.

amisaTvis, guriis mediatorTa asociacia ganaxorcielebs, saganmanaTleblo da mosaxleobis interesTa dacvaze  mimarTul proeqtebs/RonisZiebebs, SesTavazebs mosaxleobas saWiro servisebs da uzrunvelyofs adgilobrivi interesebis gaTvaliswinebas gadawyvetilebis miRebis procesebSi.

vxelmZRvanelobT ra, urTierTpativiscemis da gundurobis, genderuli Tanasworobis da aseve mosaxleobis azris gaTvalisiwinebis da CarTulobis  principebiT, Cven gjera, rom mxolod ukeT informirebuli da samoqalaqo pasuxismgeblobis mqone sazogadoeba SeiZleba gaxdes qveynis ganviTarebis sawindari. 






                             






                           მრგვალი მაგიდა

ქსელის შექმნა ,,ერთად ადვოკატირებისთვის"

                                 06/02/2013 weli


ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური ქსელის წევრებთან.
ქსელის წევრები:
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი -(ლევან მჟავანაძე)
ახალგაზრდული რესურსცენტრი-(თამარ ღლონტი)
სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბირო(ეკა თავართქილაძე)
საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი(ლევან ხუხია)
შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ბ-ნი კოტე შარაშენიძე.
მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის მიზანი გახლდათ 10 თემის მოსახლეობის საჭიროებების ადვოკატირების პროცესში ერთობლივი მონაწილეობა. ჩვენ ქსელის წევრ ორგანიზაციებს შევთავაზეთ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ გვერდის chemitemi.ge-ს რესურსის გამოყენება.  





ჩვენ ამ პროექტში ვცდილობთ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები(ინტერნეტ რესურსი) ადვოკატირების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის, რაც ევროპულ ქვეყნებში კარგად აპრობირებული მეთოდია.


ჩვენ გავიზიარეთ სლოვაკეთის გამოცდილება, სადაც  შექმნილია ვებ გვერდი, რომელიც არის chemitemi.ge-ს ანალოგი, განსხვავება ისაა, რომ  იქ ვებ. გვერდის ადმინისტრირებას ახორციელებენ თავად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ვინიადან პრობლემების გამოვლინება მოქალაქეების მხრიდან შედის მათი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესის სფეროში, იმედს ვიტოვებთ 

chemitemi.ge აქტუალური იქნება ჩვენს ქვეყანაშიც.

 გამოითქვა მოსაზრებები, რა და როგორი ფორმით მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დაინტერესება და ჩართვა საიტის მთელი დატვირთვით  ამუშავებაში.
მუნიციპალიტეტის გამგებელს ბ-ნ კოტე შარაშენიძეს დეტალურად გავაცანით პროექტის არსი, ვფიქრობთ გამოიძებნება მექანიზმები  და  შედგება წარმატებული  თანამშრომლობა, რაც საბოლოოდ  აისახება მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზრდაში.  საიტზე კი, ეს ყველაფერი გამოისახება მწვანეთ ანთებული მარკერების სიმრავლით.

შეხვედრაზე გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ დაიხვეწოს პრობლემების ჩამონათვალი, ვინაიდან თუ კი, ჩვენ გავაკეთებთ აქცენტებს ისეთი პრობლემების მოგვარებაზე, რომელთა გადაწყვეტაც თვითმმართველობის ფუნქციაა, ამით უფრო ნათელი სურათი შეიქმნება და შედეგების ანალიზიც  უფრო გაგვიიოლდება.

შევიმუშავეთ ერთობლივი მუშაობის წესები, მოვისმინეთ რეკომენდაციები, რომელსაც გავითვალისწინებთ მუშაობის პროცესში.
 სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ჟურნალისტები:
გიორგი გირკელიძე(გურიაnews),
ნინო ნილოლაიშვილი და მარი კოძოევი(ალიონი),
შორენა ღლონტი(TV9)









                                სემინარები


 პროექტები ,,ერთად–ადვოკატირებისთვის" ,,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.
"ვმართოთ ერთად" ადამიანი გაჭირვებაში. PIN.


          განახორციელე თვითთმმართველობა შენს თემში

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. ამ საკითხში განსაკუთრებული როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებას, რომლის განვითარება მთლიანობაში ასახავს ქვეყნის პოლიტიკური კულტურის დონეს.

მოქალაქეები რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალურ–პოლიტიკური აქტივობით, ქმნიან დემოკრატიული განვითარებისათვის აიცილებელ გარემოს. სწორედ აქტიურ მოქალაქეებს ენიჭებათ განსაკუთრებული როლი თვითმმათველობის რეალურად განხორციელების პროცესში, რადგანაც ეს იძლევა ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქათველოს ორგანული კანონით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები, ამავე კანონით მოქალაქეებს უფლება ეძლევათ:

აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა;
მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან; 
წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს; მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;

საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ზემოხსენებული ლეგიტიმური უფლებების რეალიზების ნებაყოყოფლობით სურვილზე, ანუ საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული გვექნება თუ არა საქართველოში რეალური თვითმმარველობა. 


                              ბაილეთის თემი

                              05/02/2013 წელი





                              ჯუმათის თემი

                              05/02/2013 წელი





                                        ასკანის თემი

                                                                    28/01/2013




                              თხინვალის თემი

                                       23/01/2013



                                          მერიის თემი

                                                                        23/01/2013



                                        ნატანების თემი

                                                                         22.01.2013 წ.



                                          

                                            ანასეული




                               






                               dvabzus Temi


                                   შემოქმედის თემი






                                 2012 წელი 29 ნოემბერი. დაფინანსდა პროექტი 
                                                 ,,ერთად ადვოკატირებისთვის"

პროექტის სახელწოდება: "ერთად ადვოკატირებისთვის"

განმცხადებლის დასახელება: გურიის მედიატორთა ასოციაცია

ორგანიზაციის ხელმძღვანელი: მაკა ჩხარტიშვილი

პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ჩხარტიშვილი

OSGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 7,929.00

დაფინანსება სხვა წყაროდან: $ 4,970.00

პროექტის საერთო ღირებულება: $ 12 899.00


პარტნიორი ორგანიზაცია ,,ქალები რეგიონის განვითარებისთვის"




მიზანი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვის ხელშეწყობა თვითმმართველობის განხორციელებაში
ამოცანები:
1. ოზურგეთის 10 თემის, სოფლების ლიდერების ინფორმირება. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებზე. ( სოფლის ლიდერებთან)
2. 10 თემის მოსახლეობის პრობლემების გამოკვეთა (კვლევა-ანკეtირების მეთოდით) და ადვოკატირება
3. სფეროში მომუშავეადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისsferoSi არაფორმალური ქსელის შექმნა, ,, ერთად ადვოკატირებისთვის"
4. ,,გზავნილი თვითმმართველობას”-ვებ-გვერდის განვითარება და პოპულარიზაცია.

 







2013  წელი 17 იანვარი. ,,ერთად ადვოკატირებისთვის"
ჩატარდა შეხვედრა პროექტში მონაწილე, მოხალისეთა ჯგუფთან. მოხდა პროექტის პრეზენტაცია. მოხალისეები შეირჩნენ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  10  სამიზნე თემში. მოხალისეებს მიეწოდათ  ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებზე, რომლებშიც უშუალოდ თავად იქნებიან ჩართულები. მიიღეს ინფორმაცია ვებ გვერდის www.chemitemi.ge -ს მართვაზე. 




                         


             2012 წლის ნოემბრის თვეში მოვიპოვეთ დაფინნსება პროექტზე

                                 ,,ვმართოთ ერთად" 

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონალურ დონეზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ინფორმირებისა და გააქტიურების გზით.
1)    ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
2)    ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
3)    ამოცანა: 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება. სამოქალაქო ინტერესების დაცვა.)                                                  
1). ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
გურიის მედიატორთა ასოციაციას არ გააჩნია გრძელვადიანი  სტრატეგიული გეგმა, აქედან გამომდინარე ორგანიზაცია მოქმედებს საწესდებო მიზნების შესაფერისად,  ყველა საქმიანობა ხორციელდება მოკლევადიანი პროგრამებისა და გრანტების საშუალებით. ძირითადად კი ჩართულები ვართ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ  განხორციელებად პროექტებში.  ეს კი ხელს უშლის  ორგანიზაციას მდგრად განვითაებასა და ძირითადი მიზნის მიღწევაში. აქედან გამოდინარე პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას ასოციაციის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა.  ამ ამოცანის შესასრულებლად ვგეგმავთ შემდეგ საქმიანობებს;
ა) ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება და კონსულტაციები.  
ბ) ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის მივლინება თბილისში ,, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში” ექსპერტის დახმარებით და კონსულტაციების შედეგად სტრატეგიული გეგმის, ჩარჩოს შემუშავება.
გ) სამუშაო შეხვედრა ასოციაციის წევრ სათემო ორგანიზაციების კოორდინტორებთან.   
დ) სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია
.2) ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
ა) სემინარები სამიზნე თემებში. ,, განახორციელე თვითმართველობა შენს თემში”
ბ) ფლაერების გამოცემა და დავრცელება.
3) 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება)                                                  
ა). სამიზნე თემებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა.  
ბ) სოფლის საერთო კრება ლიდერთა ჯგუფების შექმნა.
ხანგრძლივობა 7 თვე
დამფინანსებელი: ჩეხური ორგანიზაცია P.I.N  (ადამიანი გაჭირვებაში)