Saturday, May 12, 2012



2013  წელი 17 იანვარი. ,,ერთად ადვოკატირებისთვის"
ჩატარდა შეხვედრა პროექტში მონაწილე, მოხალისეთა ჯგუფთან. მოხდა პროექტის პრეზენტაცია. მოხალისეები შეირჩნენ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  10  სამიზნე თემში. მოხალისეებს მიეწოდათ  ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებზე, რომლებშიც უშუალოდ თავად იქნებიან ჩართულები. მიიღეს ინფორმაცია ვებ გვერდის www.chemitemi.ge -ს მართვაზე. 




                         


             2012 წლის ნოემბრის თვეში მოვიპოვეთ დაფინნსება პროექტზე

                                 ,,ვმართოთ ერთად" 

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონალურ დონეზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ინფორმირებისა და გააქტიურების გზით.
1)    ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
2)    ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
3)    ამოცანა: 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება. სამოქალაქო ინტერესების დაცვა.)                                                  
1). ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
გურიის მედიატორთა ასოციაციას არ გააჩნია გრძელვადიანი  სტრატეგიული გეგმა, აქედან გამომდინარე ორგანიზაცია მოქმედებს საწესდებო მიზნების შესაფერისად,  ყველა საქმიანობა ხორციელდება მოკლევადიანი პროგრამებისა და გრანტების საშუალებით. ძირითადად კი ჩართულები ვართ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ  განხორციელებად პროექტებში.  ეს კი ხელს უშლის  ორგანიზაციას მდგრად განვითაებასა და ძირითადი მიზნის მიღწევაში. აქედან გამოდინარე პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას ასოციაციის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა.  ამ ამოცანის შესასრულებლად ვგეგმავთ შემდეგ საქმიანობებს;
ა) ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება და კონსულტაციები.  
ბ) ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის მივლინება თბილისში ,, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში” ექსპერტის დახმარებით და კონსულტაციების შედეგად სტრატეგიული გეგმის, ჩარჩოს შემუშავება.
გ) სამუშაო შეხვედრა ასოციაციის წევრ სათემო ორგანიზაციების კოორდინტორებთან.   
დ) სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია
.2) ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
ა) სემინარები სამიზნე თემებში. ,, განახორციელე თვითმართველობა შენს თემში”
ბ) ფლაერების გამოცემა და დავრცელება.
3) 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება)                                                  
ა). სამიზნე თემებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა.  
ბ) სოფლის საერთო კრება ლიდერთა ჯგუფების შექმნა.
ხანგრძლივობა 7 თვე
დამფინანსებელი: ჩეხური ორგანიზაცია P.I.N  (ადამიანი გაჭირვებაში)

No comments:

Post a Comment