მიმდინარე პროექტები


          2012 წელი 29 ნოემბერი. დაფინანსდა პროექტი 

                                                 ,,ერთად ადვოკატირებისთვის"


პროექტის სახელწოდება: "ერთად ადვოკატირებისთვის"

განმცხადებლის დასახელება: გურიის მედიატორთა ასოციაცია

ორგანიზაციის ხელმძღვანელი: მაკა ჩხარტიშვილი

პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ჩხარტიშვილი

OSGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 7,929.00

დაფინანსება სხვა წყაროდან: $ 4,970.00

პროექტის საერთო ღირებულება: $ 12 899.00


პარტნიორი ორგანიზაცია ,,ქალები რეგიონის განვითარებისთვის"




მიზანი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვის ხელშეწყობა თვითმმართველობის განხორციელებაში
ამოცანები:
1. ოზურგეთის 10 თემის, სოფლების ლიდერების ინფორმირება. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებზე. ( სოფლის ლიდერებთან)
2. 10 თემის მოსახლეობის პრობლემების გამოკვეთა (კვლევა-ანკეtირების მეთოდით) და ადვოკატირება
3. სფეროში მომუშავეადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისsferoSi არაფორმალური ქსელის შექმნა, ,, ერთად ადვოკატირებისთვის"
4. ,,გზავნილი თვითმმართველობას”-ვებ-გვერდის განვითარება და პოპულარიზაცია.

 
 


2012 წლის ნოემბრისთვეში მოვიპოვეთ დაფინნსება პროექტზე

                                 ,,ვმართოთ ერთად" 

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა რეგიონალურ დონეზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი ინფორმირებისა და გააქტიურების გზით.
1)    ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
2)    ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
3)    ამოცანა: 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება. სამოქალაქო ინტერესების დაცვა.)                                                  
1). ამოცანა: ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
გურიის მედიატორთა ასოციაციას არ გააჩნია გრძელვადიანი  სტრატეგიული გეგმა, აქედან გამომდინარე ორგანიზაცია მოქმედებს საწესდებო მიზნების შესაფერისად,  ყველა საქმიანობა ხორციელდება მოკლევადიანი პროგრამებისა და გრანტების საშუალებით. ძირითადად კი ჩართულები ვართ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ  განხორციელებად პროექტებში.  ეს კი ხელს უშლის  ორგანიზაციას მდგრად განვითაებასა და ძირითადი მიზნის მიღწევაში. აქედან გამოდინარე პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას ასოციაციის მდგრადი განვითარების სტრატეგიული გეგმა.  ამ ამოცანის შესასრულებლად ვგეგმავთ შემდეგ საქმიანობებს;
ა) ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება და კონსულტაციები.  
ბ) ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის მივლინება თბილისში ,, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში” ექსპერტის დახმარებით და კონსულტაციების შედეგად სტრატეგიული გეგმის, ჩარჩოს შემუშავება.
გ) სამუშაო შეხვედრა ასოციაციის წევრ სათემო ორგანიზაციების კოორდინტორებთან.   
დ) სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია
.2) ამოცანა: მოსახლეობის ინფორმირება.
ა) სემინარები სამიზნე თემებში. ,, განახორციელე თვითმართველობა შენს თემში”
ბ) ფლაერების გამოცემა და დავრცელება.
3) 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. (ადვოკატირება)                                                  
ა). სამიზნე თემებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა კვლევა.  
ბ) სოფლის საერთო კრება ლიდერთა ჯგუფების შექმნა.

დამფინანსებელი: ჩეხური ორგანიზაცია P.I.N  (ადამიანი გაჭირვებაში)

No comments:

Post a Comment